რაბათის ციხესთან შარლ აზნავურის კონცერტი დაიწყო

რაბათის ციხესთან შარლ აზნავურის კონცერტი დაიწყო

ახალციხეში, რაბათის ციხესთან ცნობილი ფრანგი მომღერლის შარლ აზნავურის კონცერტი დაიწყო. კომპოზიტორი და მსახიობი საქართველოში სპეციალურად რაბათის ციხის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად ჩამოვიდა.

რაბათის ციხე დღეს საზეიმოდ გაიხსნა. ამასთან დაკავშირებით ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე 20-მდე ღონისძიება გაიმართა.