მორაგბე გია რაფავა "ქართულ ოცნებას" მხარდაჭერას უცხადებს

მორაგბე გია რაფავა "ქართულ ოცნებას" მხარდაჭერას უცხადებს. კოალიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გია რაფავა ბიძინა ივანიშვილს დღეს შეხვდა და მორაგბეების სახელით მადლობა გადაუხადა.

"გვერდით დაგიდგებით ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში", - მიმართა რაფავამ ივანიშვილს.

ქართველი მორაგბეების პროფესიონალიზმზე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილმა. მისი თქმით, ისევე, როგორც ყველა ქართველი გულშემატკივარი, თავადაც რაგბის მატჩებზე ახერხებს "ბოლის გამოშვებას".

"ჩვენი ბოლოდროინდელი წარუმატებლობების ფონზე მორაგბეებმა ძალიან მაგარი წარმატებები მოგვიტანეს და ძლიერი სული ჩაგვბერეს. ვიცი, რომ მთელს საქართველოს ძალიან დიდი მუხტი მისცეს. სპორტი უნდა აღორძინდეს და იქნებ ოდესმე რაგბი საქართველოს სპორტი გახდეს, რადგან ძალიან მაგარი თაობა გვეზრდება", - განაცხადა ივანიშვილმა.

"ქართული ოცნების" ლიდერის ინფორმაციით, გია რაფავა უკვე რამდენიმე წელია, ლონდონში ცხოვრობს და ევროპის ბაზარზე ქართული ყველის შეტანასაც ცდილობს.

"ძალიან დიდი მცდელობა აქვს, რომ სამომავლოდ ევროპის ბაზარზე შევიდეს ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქცია. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამ თემებზე და ეს ყველაფერი მას უკვე შეფუთვის დონეზე აქვს შესწავლილი. ქართული სუფთა პროდუქტი ევროპაში მხოლოდ უმაღლესი დონის სუფრებზე შეიძლება მოხვდეს. გია რაფავა დაინტერესებულია, რომ ეს რეალურად მოხდეს და არა ისემ, როგორც სააკაშვილი, რომლიც მხოლოდ საუბრობს და მსგავსი არაფერი გაუკეთებია. ჩვენ სამომავლო თანამშრომლობით მოვახერხებთ ჩვენი სოფლის მეურნეობის პროექტის განვითარებას, რათა გაჩნდეს ახალი ბაზარი", - აღნიშნა ივანიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს