"მაგთიკომის" მომსახურებაში სიახლეა – გადარიცხვის სერვისი ყველასთვის.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს, გადარიცხვის სერვისი უკვე "მაგთიფიქსის" და "ბანის" აბონენტებისთვისაც ხელმისაწვდომია.
დღეიდან "მაგთის", "ბალის", "ბანისა" და "მაგთიფიქსის" აბონენტებს საშუალება აქვთ, ისარგებლონ სერვისით და თანხა ერთმანეთის ანგარიშზე გადარიცხონ. სერვისის ჩართვა უფასოა - 44300151 და OK.