გიორგი ლორია სულ მცირე თვენახევარი ვერ ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" მეკარე გიორგი ლორია სულ მცირე თვენახევრის განმავლობაში თამაშს ვერ შეძლებს.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის "დინამოს" პრეს-ატაშემ, გიგა გვენცაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ლორია მსუბუქ ვარჯიშს ერთი თვის შემდეგ დაიწყებს, თუმცა რა დრო დაჭირდება სრული გამოჯანმრთელებისთვის, კლუბის ექიმები ზუსტ ვარაუდს ვერ გამოთქვამენ. სავარაუდო ვადად თვენახევარი, ან ორი თვე სახელდება.

ამასთან როგორც "დინამოს" წარმომადგენელმა აღნიშნა, არსებობდა ვარაუდი, რომ ფეხბურთელს რეაბილიტაციისთვის უფრო მეტი დრო დასჭირდებოდა. საუბარი იყო ოპერაციაზეც, თუმცა ოპერაცია საჭირო აღარ გახდა.

გიორგი ლორიამ ტრავმა საქართველო-ესპანეთის შეხვედრისას, ესპანელების ერთ-ერთი შეტევის დროს, ზურაბ ხიზანიშვილთან შეჯახების შემდეგ მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია.

ნათამაშები დროის განმავლობაში ლორიამ თავისი კარი გოლს რამდენჯერმე გადაარჩინა და გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის რიგით მეორე მატჩი 11 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა ესპანელებთან "დინამო არენაზე" მინიმალური სხვაობით, 0-1 დათმო.

შემდეგ თამაშს საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს სტუმრად, ფინეთის ნაკრებთან გამართავს, 16 ოქტომბერს კი, ისევ სტუმრად - ბელორუსთან.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ