გიგა ბოკერია - ჩვენ დავუშვით მძიმე შეცდომა, როდესაც სახალხო დამცველისგან მოსული სიგნალები სათანადოდ ვერ შევაფასეთ

უშიშროების საბჭოს მდივანი, გიგა ბოკერია პენიტენციარულ სისტემაში მომხდარ დანაშაულის ფაქტებს ხელისუფლების შეცდომად აფასებს. როგორც ბოკერიამ განაცხადა, ყველა შეძრწუნებული და შოკირებულია იმ მასალით რაც გავრცელდა და არანაკლებ იმ პრობლემით, რომელიც ნათლად იქნა გამოვლენილი.

"ჩვენ ხელისუფლებამ დავუშვით მძიმე შეცდომა, როდესაც სათანადოდ ვერ შევაფასეთ ის სიგნალები რომლებიც მოდიოდა სახალხო დამცველისგან, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისგან, ამ სტრუქტურაში არსებული სისტემური პრობლემების შესახებ", - განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა და აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში ხელისუფლების ბრძოლა დანაშაულის შემცირებისთვის მოცემულ სურათს არ ამართლებს.

ბოკერიას განცხადებით, ამ ეტაპზე ერთი და უმნიშვნელოვანესი საკითხია დამნაშავეების დასჯა უმკაცრესად და ეს მოხდება. არანაკლებ მნიშვნელოვანი კი არის ხელისუფლების იმ მოვალეობის შესრულება, რომ მსგავსი პრობლემების შექმნა იყოს შეუძლებელი ნებისმიერ სახელმწიფო სტრუქტურაში და ესეც აუცილებლად მოხდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა