ნინო სუხიშვილი - როგორც ქართველს, მრცხვენია რაც მოხდა

ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ პატიმართა წამების კადრების ნახვით შეძრწუნებულია და, როგორც ქართველს, ძალიან რცხვენია მომხდარი ფაქტის გამო.

"შემზარავი ფაქტია; როგორც ქართველს, მრცხვენია რაც მოხდა. კი გვესმოდა, რომ საპატიმროებში პატიმრებს უდიერად ექცეოდნენ, მაგრამ თუ ასეთი რამ ხდებოდა ვერ წარმოვიდგენდი. მე პოლიტიკაში არ ვერევი, თუმცა როგორც საქართველოს მოქალაქე და როგორც ადამიანი ყოველთვის დავაფიქსირებ ჩემს აზრს და პროტესტს. ყველაფერს თავისი ზღვარი აქვს", - განაცხადა ნინო სუხიშვილმა.

როგორც ნინო სუხიშვილი აცხადებს, ანსამბლში 200 წევრია და მათ განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებები გააჩნიათ.

ზოგიერთი მოცეკვავის ოჯახის წევრი პატიმარია და მათი რეაქცია პენიტენციალურ სისტემაში პატიმართა წამების ფაქტებთან დაკავშირებით ადეკვატურია.

აღნიშნულის გამო, ანსამბლის რამდენიმე წევრმა დღეს ხმამაღა განაცხადა, რომ ისინი მხარს კოალიცია "ქართულ ოცნებას უჭერენ, თუმცა მათ ამის გამო ანსამბლიდან არ დაითხოვენ.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს