ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა 180 პირი პოლიტპატიმრად გამოაცხადა, 22 კი - პოლიტიკურ დევნილად

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა 180 პირი პოლიტპატიმრად გამოაცხადა, 22 კი - პოლიტიკურ დევნილად.

პოლიტიკურ პატიმართა შორის არიან მელორ ვაჩნაძე და გიორგი დემეტრაძე, პოლიტიკურ დევნილად კი კომიტეტმა მიხეილ ქარელი, ქიბარ ხალვაში, ირაკლი ოქრუაშვილი, ბადრი ბიწაძე და სხვები გამოაცხადა.

გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტთან არსებულ ჯგუფს მიეცა კიდევ დამატებით ორკვირიანი ვადა, რათა შეისწავლოს იმ პირთა საქმეებიც, რომელთა განცხადებებიც ხარვეზებით იყო წარდგენილი.

სამუშაო ჯგუფმა ორი კვირის განმავლობაში სულ 220-ზე მეტი პირის საქმე განიხილა. კომიტეტის სხდომაზე მიღებული დადგენილების პროექტი პარლამენტს სესიაზე უახლოეს დროში წარედგინება.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა