საქართველოში მოქმედი 10 არასამთავრობო ორგანიზაციის ორგანიზებით, დღეს, მშვიდობის ხიდზე, დევიზით - "ჩვენ გვინდა მშვიდ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება", აქცია გაიმართება.
აქცია სოციალურ ქსელ facebook-ში დაანონსდა.
"ჩვენ გვინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც არ ხდება დამოუკიდებელი და რეიტინგული ტელეკომპანიის ხელმძღვანელობაზე ზეწოლა, იქ, სადაც არ ხდება პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ზეწოლა, როგორც საპარლამენტო უმცირესობის, ასევე რაიონული თვითმმართველობებისა და გამგებლების მიმართ, იქ, სადაც არ აშინებენ და არ ხორციელდება მოსამართლეებზე და სასამართლოს თანამშრომლებზე ზეწოლა. ამ დევიზის ირგვლივ ვერთიანდებით არასამთავრობო ორგანიზაციები და ვქმნით კოალიციას "საზოგადოებრივი ინიციატივა", რომელიც მოუწოდებს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ, დემოკრატიული პოლიტიკის მიმდევარ საზოგადოებას, ერთად დავგმოთ აღნიშნული ქმედებები და ერთად შევაჩეროთ არადემოკრატიული პროცესი საქართველოში", - აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"