გიორგი დემეტრაძემ სასჯელაღსრულების #12-ე დაწესებულება დატოვა

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გიორგი დემეტრაძემ სასჯელაღსრულების #12-ე დაწესებულება უკვე დატოვა. ის ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს. დემეტრაძემ ციხიდან გამოსვლისას პირველი კომენტარიც გააკეთა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის დღემდე უცნობია თუ რა მიზეზით იჯდა ციხეში.

"ძალიან აღელვებული ვარ დღევანდელი მომენტით. იმედი მაქვს, სასჯელაღსრულების დაწესებულებას სხვა პატიმრებიც დატოვებენ. აქ ძალიან ბევრი ავადმყოფი და უკანონო პატიმარია. რაც შეეხება ჩემს დაკავებას, მე დღემდე არ ვიცი, რეალურად რის გამო ვიჯექი ციხეში", - აღნიშნა გიორგი დემეტრაძემ.

მისივე თქმით, ციხეში ხდებოდა მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, თუმცა ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. როგორც დემეტრაძემ აღნიშნა, ეს მიდგომა ციხეში ბოლო პერიოდში შეიცვალა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მისი თქმით, ჯერჯერობით არ აქვს გადაწყვეტილი, მისი შემდგომი საქმიანობა სად გაგრძელდება. ამასთან, დემეტრაძეს დაუსვეს კითხვა, აპირებს თუ არა ის ფეხბურთში დაბრუნებას, თუმცა, მან აღნიშნა, რომ ამაზე ჯერჯერობით არ უფიქრია.

გარდა ამისა, სასჯელაღსრულების #12-ე დაწესებულება კიდევ ორმა პოლიტპატიმარმა - დავით გრძელიძემ და დავით ალიმბარაშვილმა დატოვა.

იხილეთ ვიდეო: გიორგი დემეტრაძემ სასჯელაღსრულების #12 დაწესებულება დატოვა

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა