იურმალაში საქართველოს სახელით სალომე ქათამაძე წარსდგება

იურმალას მუსიკალურ ფესტივალ "ახალი ტალღა 2013"-ზე საქართველოს სახელით სალომე ქათამაძე წარსდგება. როგორც "ინტერპრესნიუსს" შიდა შესარჩევი კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფის წევრმა მაკა საჯაიამ განუცხადა, კიევში "ახალი ტალღას" ჟიურის წინაშე სალომე ქათამაძე და ნინი ცნობილაძე გუშინ წარსდგნენ.

საჯაიას ინფორმაციით, ჟიურის ორივე კონკურსანტის მუსიკალური მონაცემები მოეწონა, თუმცა უპირატესობა სალომე ქათამაძეს მიანიჭა, რომელიც იურმალას მუსიკალურ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.

ამასთან, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, თუ რომელი კომპოზიტორის სიმღერით წარსდგება ქათამაძე ჟიურისა და მსმენელის წინაშე.

კიევის შესარჩევ კონკურსამდე, რამდენიმე დღით ადრე თბილისში კომპოზიტორ იგორ კრუტოის მიერ დაარსებული კომპანია "არსის" წარმომადგენლები ჩამოვიდნენ და ტელეკომპანია "იმედის" წარმომადგენლებთან ერთად 47 კონკურსანტიდან სალომე ქათამაძე და ნინი ცნობილაძე აირჩიეს.

"არსის" ჯგუფში ქართული წარმოშობის მუსიკოსები, ბრენდონ სტოუნი (ბესო შპეტიშვილი) და ვალერი მელაძეც შედიან.

იურმალაში 23 ივლისისთვის გაემგზავრებიან, აგრეთვე, ტელეკომპანია "იმედის" ხელმძღვანელობა, მუსიკალური პროდიუსერი, კომპოზიტორი რუსა მორჩილაძე, დათო ოქიტაშვილი, მაკა საჯაია, დუეტი "ჯორჯია" და სოფო ხალვაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია