სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიცია მაკა კოდუას ბრალდებებს პასუხობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიცია მაკა კოდუას ბრალდებებს პასუხობს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსის, კობა კირთაძის განცხადებით , ვიტალი კოდუას სახლის შემოწმებისას არანაირ უკანონობას ადგილი არ ჰქონდა. მისი თქმით, მათ ოპერატიული ინფორმაცია გადაამოწმეს იმის თაობაზე, თითქოს ძებნილი კოხტა კოდუა თავისი ნათესავის, ვიტალი კოდუას სახლში იმყოფებოდა. თუმცა, გადამოწმების შემდეგ, კოხტა კოდუა ადგილზე არ აღმოჩნდა, რაზეც ოქმი შედგა.

როგორც კირთაძე აცხადებს, ისინი 2000 წლის შს მინისტრის ბრძანების საფუძველზე მოქმედებდნენ. მისი განმარტებით, ეს ბრძანება ამჟამადაც არის მოქმედი, მასში არანაირი ცვლილება არ განხორციელებულა და მათ კანონით ჰქონდათ აღნიშნული ღონისძიების ჩატარების უფლება.

დღეს, ზუგდიდში, "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილის, კოხტა კოდუას ნათესავმა მაკა კოდუამ პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მაკა კოდუა აცხადებს, მასთან 6 აპრილს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს წარმომადგნელები მივიდნენ და მის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. მაკა კოდუას თქმით, იყო გარკვეული ფსიქოლოგიური ზეწოლა, გარდა ამისა, სახლიდან წაიღეს კოხტა კოდუას ფოტოსურათი.

როგორც მაკა კოდუა ირწმუნება, მან პოლიციელებს სთხოვა, წარმოედგინათ რაიმე სახის დოკუმენტაცია, თუმცა პოლიციელებმა განუცხადეს, რომ კოხტა კოდუა წითელი რიცკულარით იძებნება და მათ უფლება აქვთ გაჩხრიკონ ყველა ის სავარაუდო სახლი, სადაც შეიძლება იმალებოდეს აღნიშნული პიროვნება.

მაკა კოდუა აცხადებს, რომ ამის შესახებ პარლამენტის უმცირესობის წევრს ჩიორა თაქთაქიშვილს შეატყობინა. თუმცა, მან უარყო ჩიორა თაქთაქიშვილის ინფორმაცია, რომ ეს ზეწოლა კოდუების ოჯახზე განხორციელდა იმის გამო, რომ მაკა კოდუა 19 აპრილის აქციაზე დასასწრებად ხალხს აგროვებდა. მაკა კოდუა აცხადებს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და არ აგროვებს ადამიანებს, რათა ისინი 19 აპრილს დაგეგმილ აქციაზე წავიდნენ.

მაკა კოდუა შს სამინისტროსგან ინფორმაციას მოითხოვს, თუ ვინ გასცა ბრძანება სახლში ჩხრეკის ჩატარებაზე

კოხტა კოდუა ადამიანების წამებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით იძებნება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს