რეგიონული განვითარების სამინისტრო დღეს დონორთა საკოორდინაციო შეხვედრას უმასპინძლებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დღეს დონორთა საკოორდინაციო შეხვედრას უმასპინძლებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრა რეგიონული განვითარების სამინისტროს ინიციატივით იმართება და მას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

შეხვედრაზე მინისტრი დავით ნარმანია წარადგენს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბოლო 6 თვის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების ანგარიშს. დონორები, ასევე, მიიღებენ სრულ ინფორმაციას დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის სტრატეგიის განხორციელების მიმდინარეობის შესახებ, რომელსაც კონფერენციის მონაწილეებს მინისტრის პირველი მოადგილე, თენგიზ შერგელაშვილი გააცნობს.

კონფერენციაზე მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მოხსენებას მინისტრის მოადგილე შორთა მურღულია გააკეთებს. შეხვედრაზე, ასევე, სიტყვით გამოვა გაეროს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში ინიტა პაულოვიცა.

დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა სასტუმრო "თბილისი მარიოტში", 14:00 საათზე დაიწყება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს