როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ~დამოუკიდებელ ადვოკატთა გაერთიანების~ ხელმძღვანელმა ზურაბ ნეფარიძემ განუცხადა, მისი ორგანიზაციის ორი წევრი, ქეთი ბექაური და თამუნა კობიძე გეგმავს დღეს შიმშილობის აქციას შეუერთდეს.ადვოკატები მათ კოლეგა მალხაზ ჯანგირაშვილს სოლიდარობას უცხადებენ და მისი მოთხოვნების შესრულებას ითხოვენ.ჯანგირაშვილი გარკვეულ განაჩენებს უკანონოდ მიიჩნევს და მათ გადახედვას მოითხოვს. ჯანგირაშვილი 26-ე დღეა შიმშილობს. მის გარდა სახალხო დამცველის ოფისთან, სადაც დამატებითი კარავი დაიდგა, კიდევ ორი ადვოკატი შიმშილობს.;