ავტობაზრობა MYAUTO ხვალ ორი წლის იუბილეს აღნიშნავს

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ავტობაზრობა - MYAUTO (თბილისი-რუსთავი 19 კმ), რომელიც ძირითადად კომერციულ ავტოსატრანსპორტო სეგმენტზე მუშაობს, ორი წლის იუბილეს აღნიშნავს. იუბილესთან დაკავშირებით, ხვალ რუსთავის თვითმართველობის მხარდაჭერით ავტობაზრობაზე მასშტაბურის საზეიმო ღონისძიებები იგეგმება. დილიდან დაიწყება სხვადასხვა ტიპის სპორტული შეჯიბრები, წარმოდგენილი იქნება ფლეშმობი და სიურპრიზები ავტობაზრობის სტუმრებისათვის.

გარდა ამისა, ავტობაზრობაზე, როგორც ბიზნესტურიზმის ერთ-ერთ ცენტრალურ ჰაბში საქართველოში, მოეწყობა კუთხე, რომლებიც ყოფილი დსთ-ის სივრციდან ათასობით ტურისტს უკეთ გააცნობს საქართველოს. მოეწყობა ქართული ეთნოგრაფიული კუთხე ქართული ღვინის და კულინარიული შედევრების უკეთ წარმოსაჩენად.

"საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ერთ-ერთ მზარდ მიმართულებას ავტომობილების რეექსპორტი წარმოადგენს. 2012 წლის განმავლობაში რეექსპორტირებული მანქანების რაოდენობამ 50 ათას მიაღწია, რაც რამდენიმე მილიონის ბრუნვას, ასობით ათასობით ლარის შენატანს ქართულ ბიუჯეტში და ასობით ახალ სამუშაო ადგილს ნიშნავს. ვთვლით, რომ ამ ტიპის ბიზნის მხარდაჭერა სახელმიწფოსა და კერძო სექტორის მხრიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს, როგორც ტურისტული დერეფნის გააქტიურება ხელს უწყობს ინფრასტრუქტურის განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას ტურიზმის და მომსახურების სფეროში", - აცხადებს ავტობაზრობის ხელმძღვანელი ვახტანგ ალხანიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ხვალინდელ საიუბილეო ღონისძიებებს რუსთავის თვითმართველობის წარმომადგენლები, აზერბაიჯანის საინვესტიციო ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის და საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრებიან.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია