"საბას" ელექტრონული წიგნები უკვე Android მოწყობილობებშია

"თიბისი ბანკის" მიერ დაფუძნებულ, ელექტრონული წიგნების სახლში "საბა" სიახლეა. "თიბისი ბანკის" ინფორმაციით, დღეიდან, Android-ის მომხმარებლებს "საბას" ელექტრონული წიგნების წაკითხვა ინტერნეტის გარეშეც შეუძლიათ.

ამის საშუალებას "საბას" სპეციალური წამკითხველი პროგრამა SABA Reader იძლევა.

"მსურველს შეუძლია უფასოდ ჩამოტვირთოს Google-დან SABA Reader აპლიკაცია, Android წამკითხველში შესასვლელად ერთჯერადად უნდა გამოიყენოთ www.saba.com.ge-ზე რეგისტრაციის მონაცემები, დაასინქრონეთ თქვენი ელექტრონული ბიბლიოთეკა ინტერნეტით და იკითხეთ ყველგან, სადაც კი დროს და საშუალებას გამონახავთ!

"საბას" Android წამკითხველი საშუალებას გაძლევთ თქვენს ბიბლიოთეკაში არსებული წიგნები ინტერნეტის გარეშე წაიკითხოთ. SABA Reader-ის Android აპლიკაცია პერიოდულად განახლდება და სულ უფრო მეტ მოსახერხებელ ფუნქციას შეიძენს!",-აცხადებენ "თიბისი ბანკში".

ელექტრონული წიგნების სახლი "საბა", რომლის მისამართია www.saba.com.ge, "თიბისი ბანკმა" გასულ წელს შექმნა. ის საზოგადოებას სთავაზობს თანამედროვე და კლასიკური ქართული თუ უცხოური ლიტერატურის ელექტრონულ ვერსიებს, მათ შორის - ლიტერატურული პრემია "საბას" სხვადასხვა წლების ნომინანტ და ლაურეატ წიგნებს.

www.saba.com.ge-ზე ელექტრონული წიგნების წაკითხვა, Android-ის გარდა, შესაძლებელია ჩვეულებრივი კომპიუტერით, ლეპტოპით, iPhone-ის, iPad-ის და iPod touch-ით.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა