მარშალ გელოვანის გამზირზე დღეიდან მოძრაობა შეიზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, მერია აგრძელებს საავტომობილო ხიდების დიაგნოსტიკას. პროექტის ფარგლებში, 13 სექტემბერს 23:00 საათზე 14 სექტემბრის დილის 5:00 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება მარშალ გელოვანის გამზირზე.
დედაქალაქის მერია მიმართავს საავტომობილო საშუალებების მძღოლებს, გაითავლისწინონ აღნიშნული ინფორმაცია.