შემოსავლების სამსახურში 368 სიტუაციური სახელმძღვანელო მოქმედებს

შემოსავლების სამსახურში 368 სიტუაციური სახელმძღვანელო მოქმედებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, ე.წ მანუალები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცალკეულ ნორმათა განმარტების ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბების მიზნით არსებობს.

აღნიშნული სახელმძღვანელოების შემუშავება-გადამუშავებისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში მათი იმპლემენტაციისთვის, შემოსავლების სამსახურში საკოორდინაციო საბჭო ფუნქციონირებს. საბჭოს მუშაობაში ჩართული არიან შემოსავლების სამსახურის, ფინანსთა სამინისტროსა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

მოქმედი და უკვე გაუქმებული სიტუაციური სახელმძღვანელოები შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.

2013 წლის იანვრის მონაცემებით, 382 სიტუაციური სახელმძღვანელო მოქმედებდა. საკოორდინაციო საბჭოს მიერ ამ ეტაპზე უკვე განხილული და გადამუშავებულია 77 სახელმძღვანელო, რომელთაგან 14 გაუქმებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის ცნობით, დღეისათვის მოქმედია 368 მანუალი. საბჭო სიტუაციური სახელმძღვანელოების შემუშავება-გადამუშავების მიმართულებით მუშაობას განაგრძობს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა