სარფის საბაჟოზე ფსიქოტროპული მედიკამენტი "ლირიკა" აღმოაჩინეს

სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტი "ლირიკა" აღმოაჩინეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სსიპ "შემოსავლების სამსახურიდან" აცნობეს, საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა 36 აბი "ლირიკა" თურქეთიდან შემოსული სომხეთის მოქალაქის, არამ ტ.-ის დათვალიერებისას 23 სექტემბერს აღმოაჩინეს.

საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს გადაეცა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა