გარემოს დაცვის სამინისტრო დარიშხანის მეტალურგიული კომბინატის ჯებირის დაზიანებაზე განცხადებას ავრცელებს

მდინარე ცხენისწყლის ადიდების გამო, გუშინ, ლენტეხის რაიონში ყოფილი დარიშხანის მეტალურგიული კომბინატის ჯებირი დაზიანდა, რის შედეგადაც ამ ტერიტორიაზე დასაწყობებული ნარჩენების რამდენიმე კასრი მდინარეში მოხვდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულთან დაკავშირებით შეიქმნა საკოორდინაციო ჯგუფი საქართველოს გარემოსა და ბურებრივი რესურსების დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, შინაგან საქმეთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ჩართულობით.

შესაბამისი სამსახურების მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად მოხდა ავარიის ლოკალიზება და მდინარის წყლის საცავისგან მოშორება. მიმდინარეობს სამუშაოები საცავის გასამაგრებლად.

უსაფრთხოებისა და პრევენციის მიზნით, წყალმომარაგება დროებით შეუწყდა ქუთაისსა და მიმდებარე რაიონებს. გუშინვე აღებულ იქნა წყლის სინჯები როგორც წყალმომარაგების სისტემებიდან, ასევე, მდინარე ცხენისწყლისა და მდინარე რიონის შერჩეული წერტილებიდან. ჩატარდა ლაბორატორიული შემოწმება.

კვლევის შედეგების მიხედვით, სასმელი წყლის მომარაგების სისტემის დაბინძურების საფრთხე არ არსებობს და შესაბამისად, მოსახლეობას წყალმომარაგება აღუდგა. ამასთან, გაგრძელდება მუდმივი მონიტორინგი დაბინძურების შემთხვევაში გარემოზე ზემოქმედების შედეგების აღმოსაფხვერლად.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

გარემოს დაცვის სამინისტრო დარიშხანის მეტალურგიული კომბინატის ჯებირის დაზიანებაზე განცხადებას ავრცელებს

მდინარე ცხენისწყლის ადიდების გამო, გუშინ, ლენტეხის რაიონში ყოფილი დარიშხანის მეტალურგიული კომბინატის ჯებირი დაზიანდა, რის შედეგადაც ამ ტერიტორიაზე დასაწყობებული ნარჩენების რამდენიმე კასრი მდინარეში მოხვდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულთან დაკავშირებით შეიქმნა საკოორდინაციო ჯგუფი საქართველოს გარემოსა და ბურებრივი რესურსების დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, შინაგან საქმეთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ჩართულობით.

შესაბამისი სამსახურების მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად მოხდა ავარიის ლოკალიზება და მდინარის წყლის საცავისგან მოშორება. მიმდინარეობს სამუშაოები საცავის გასამაგრებლად.

უსაფრთხოებისა და პრევენციის მიზნით, წყალმომარაგება დროებით შეუწყდა ქუთაისსა და მიმდებარე რაიონებს. გუშინვე აღებულ იქნა წყლის სინჯები როგორც წყალმომარაგების სისტემებიდან, ასევე, მდინარე ცხენისწყლისა და მდინარე რიონის შერჩეული წერტილებიდან. ჩატარდა ლაბორატორიული შემოწმება.

კვლევის შედეგების მიხედვით, სასმელი წყლის მომარაგების სისტემის დაბინძურების საფრთხე არ არსებობს და შესაბამისად, მოსახლეობას წყალმომარაგება აღუდგა. ამასთან, გაგრძელდება მუდმივი მონიტორინგი დაბინძურების შემთხვევაში გარემოზე ზემოქმედების შედეგების აღმოსაფხვერლად.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა