სვეტიცხოველში დღეს კიდევ ერთი მღვდელმთავარი ეკურთხება

სვეტიცხოველში დღეს კიდევ ერთი მღვდელმთავარი ეკურთხება. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, დღეს საღმრთო ლიტურგიაგაიმართება, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.

წირვის დროს კიდევ ერთი ახალი მღვდელმთავარი ეკურთხება. კერძოდ, კათოლიკოს-პატრიარქი იღუმენ დამიანეს (ხუფენია) სამთავისისა და კასპის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხებს. იგი მესამე მღვდელმთავარია, რომელიც წმინდა სინოდის განჩინებით იკურთხება.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უახლოეს პერიოდში კიდევ ოთხი ახალი მღვდელმთავარი ეყოლება, რომელთა კურთხევა სვეტიცხოველში საკვირაო წირვებზე მოხდება.

წმინდა სინოდის განჩინებით, ახალი მღვდელმთავრები უკვე ჰყავს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიას, რომლის ეპისკოპოსი მიქაელი გაბრიჭიძეა, ხოლო მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მღვდელმთავარი ეპისკოპოსი დიმიტრი კაპანაძეა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ