26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ საქმის განხილვა 11 დეკემბერს დაიწყება

26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვა 11 დეკემბერს 12:00 საათზე დაიწყება. წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულებულია.

მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული შუამდგომლობა მერაბიშვილის ადვოკატებმა დღევანდელ პროცესზე დააყენეს. ადვოკატების განმარტებით, შუამდგომლობის მოტივი არის ის, რომ მერაბიშვილს 26 მაისის მოვლენებში არაკანონიერი ბრძანება გაცემული არ აქვს.

ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, ბრალდება 26 მაისთან დაკავშირებით არ იკვეთება, რადგან არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ვინმეს მისცა ძალის გადამეტების დავალება. მისივე თქმით, 26 მაისის აქციის დაშლის დროს ზოგიერთი სამართალდამცველის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას, თუმცა მერაბიშვილს ეს ბრძანება გაცემული არ ჰქონია.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მერაბიშვილის კიდევ ერთმა ადვოკატმა ოთო კახიძემ განაცხადა, რომ მერაბიშვილის წინააღმდეგ ბრალდება უსაფუძვლოა, რაც დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნით. კერძოდ, ადვოკატის თქმით, არსებობს დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ აქციის დაშლის ბრძანება კანონიერი იყო. ოთო კახიძე დარწმუნებულია, რომ თუკი სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლა არ განხორციელდება ხელისუფლების მხრიდან, აღნიშნულ საქმეზე მისი არსებითი განხილვისას მერაბიშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგება.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა