თბილისის იუსტიციის სახლი მზა დოკუმენტაციის გაცემას Just Drive-დან განახორციელებს

თბილისის იუსტიციის სახლი მზა დოკუმენტაციის გაცემას Just Drive-დან განახორციელებს, კიდევ ერთ დროებით ფილიალს კი საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში განათავსებს.

ამასთან დაკავშირებით განცხადება დღეს იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ჩიჩუამ და იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ გააკეთეს.

"მზა დოკუმენტაცია აქამდე დედაენის ბაღში მდებარე დროებითი სერვის-ცენტრიდან გაიცემოდა, ახლა ეს მომსახურება მთლიანად იუსტიციის სახლის შენობის მარცხენა მხარეს მდებარე Just Drive-დან განხორციელდება. Just Drive-ს მომხმარებელმა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მიაკითხოს, თუ მას მზა დოკუმენტაციის მიღება სურს.

დღესვე 13:00 საათიდან ამოქმედდება კიდევ ერთი ფილიალი, რომელიც აღმაშენებლის 89/24-ში, საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში, მარჯანიშვილის მეტროსთან, განთავსდება. აღნიშნულ დროებით ფილიალში მომხმარებელს მხოლოდ სერვისის მიღების მიზნით დოკუმენტაციის ჩაბარება შეეძლება. რაც შეეხება სამუშაო საათებს, დღეიდან დროებითი ფილიალები მომხმარებელს 09:00 სათიდან 19:00 საათამდე მოემსახურება", - განაცხდა ნინო ჩიჩუამ.

ამასთან, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ყველა საჭირო სერვისს მოქალაქეები შეუფერხებლად იღებენ.

"მოქალაქეები დაუბრკოლებლად იღებენ სერვისებს, რომელსაც იუსტიციის სახლი სთავაზობს. შეფერხებები და გართულებები რომ გამოირიცხოს მიმდინარეობს მუდმივი კონტროლი და გარკვეული ღონისძიებების დაგეგმვა. დღეს არსებული მდგომარეობით არავითარი რისკი იმისა, რომ მომხმარებელთა ინტერესების დაკმაყოფილებას რაიმე საფრთხე შექმნას, არ არსებობს", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

იუსტიციის სახლის დაზიანების შემდეგ, სერვისები დაყოფილია ორ ნაწილად - საბუთების ჩაბარება სერვისის მიღების მიზნით და მოგვიანებით მზა დოკუმენტების მიღება. დოკუმენტაციის ჩაბარება შესაძლებელია აღსრულების ეროვნული ბიუროში (დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-10 კილომეტრი), იუსტიციის სახლის დროებითი სერვის-ცენტრში, (ჩუბინაშვილის ქუჩა # 68, თამარ მეფის გამზირისა და ჩუბინაშვილის ქუჩის კვეთაზე); ეროვნული არქივივში, (ვაჟა-ფშველას #1); საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში (მარჯანიშვილის მეტროსთან).

მზა დოკუმენტების მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლის შენობის მარცხენა მხარეს მდებარე Just Drive-დან.

საჯარო რეესტრის ძირითადი სერვისების მიღება (საბუთების ჩაბარება და დოკუმენტების მიღება) კვლავაც შესაძლებელია თბილისის ავტორიზებულ ყველა ნოტარიუსთან, "ლიბერთი ბანკის" 27 და "საქართველოს ბანკის" 10 ფილიალში.

იუსტიციის სახლის სახურავი ძლიერმა ქარმა 3 დეკემბერს დააზიანა, რის შემდეგაც, სერვისების მიწოდება მოქალაქეებისთვის სხვადასხვა ადგილებზე ხორციელდება.

იხილეთ ვიდეო : დოკუმენტაციის მიღებას მოქალაქეები იუსტიციის სახლში უკვე შეძლებენ

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს