ჭაბუა ამირეჯიბი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს

მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. სამგლოვიარო პროცესია მთაწმინდაზე საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მიაცილეს.

ჭაბუა ამირეჯიბი ორი დღის განმავლობაში სამების საკათედრო ტაძარში იყო დასვენებული. მას დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პანაშვიდი გადაუხადა. ჭაბუა ამირეჯიბი სამების ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენეს.

დიდი ქართველი კლასიკოსი, მთაწმინდაზე სიმონ ჩიქოვანის გვერდით დაკრძალეს.

ჭაბუა ამირეჯიბს დაკრძალვამდე გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართეს.

კულტურის მინისტრის მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა აღნიშნა, რომ ორ დღეში საქართველოს ჭაბუა ამირეჯიბის იუბილე უნდა ეზეიმა, რისთვისაც მას სამინისტრომ ჯილდო მოუმზადა.

"ეს ჯილდო არის ხელოვნების ქურუმის წოდება. თქვენ ნამდვილად ბრძანდებით ხელოვნების ქურუმი", - განაცხადა მანანა ბერიკაშვილმა.

ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა კი აღნიშნა, რომ უაღრესად ეამაყება, რომ ჭაბუა ამირეჯიბის ეპოქაში ცხოვრობდა და მასთან უშუალო შეხება ჰქონდა.

"ერს, რომელსაც შეუძლია ასეთი შვილები გამოზარდოს სიკვდილი არ უწერია. ჭაბუაც მუდამ მარადისობისკენ მოუწოდებდა საქართველოს. ვუსამძიმრებ მთელს ქვეყანას. ძალიან დიდ ადამიანს ვემშვიდობებით", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ჭაბუა ამირეჯიბი 92 წლის ასაკში 12 დეკემბერს გარდაიცვალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა