ენგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე "ქართულ აფხაზური მშვიდობის სახლი" გაიხსნება

ახალ, თავისუფალ, აპოლიტიკურ სივრცეს, ენგური ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე "ქართულ აფხაზური მშვიდობის სახლი" დაერქმევა , - ამის შესახებ განცხადება, დღეს, კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ICCN) აღმასრულებელმა დირექტორმა მაია კაციტაძემ გააკეთა.

მისი თქმით, პროექტი, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ორგანიზაციაში იხვეწება და რომლის ავტორი კავშირი - "ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახებია", დღეს ფართო საზოგადოებას წარუდგინეს.

"ეს არის თვისობრივად ახალი, თავისუფალი სივრცის შექმნა ენგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიას ვულისხმობ, რომელსაც ჩვენ გვინდა ვუწოდოთ "ქართულ-აფხაზური მშვიდობის სახლი", თუმცა კი ეს სივრცე იქნება ყველასთვის. ეს არ არის არავის კუთვნილება და იქ ყველა ეროვნების ადამიანისათვის იქნება განკუთვნილი", - განაცხადა მაია კაციტაძემ.

"ქართულ აფხაზური მშვიდობის სახლი" ფუქნციონირებას არა ზუგდიდში, არამედ უშუალოდ ენგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყებს.

ავტორთა აზრით, მისი წარმატებით განხორციელების შემთხვევაში ამგვარი აპოლიტიკური და გახსნილი სივრცე, მომავალში, ცხინვალის რეგიონთან მდებარე საზღვარზეც იგეგმება.

"ომამდე აფხაზეთის მოსახლეობი 41 % იყო ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახები და აფხაზურ-ქართული შერეული ოჯახები. ომის შემდეგ მრავალი ოჯახი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა, ხოლო ის ქალბატონები, რომლებსაც მეუღლეები და შვილები აფხაზები ჰყავდდნენ, დღეს აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე ცხოვრობენ", - აცხადებს კავშირი - "ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახების" თავმჯდომარე და აღნიშნული პროქტის ავტორი რეზო ბენდელიანი.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ეს შერეული ოჯახები წარმოადგენენ იმ სამშვიდობო ძალას, რომელსაც ძალიან დიდი გარდატეხის შეტანა შეუძლიათ ურთიერთობების აღდგენაში. ორგანიზაციის მიერ ორივე მხარეს აღდგენილი კავშირების შედეგად შერეული ოჯახების ქართველი და აფხაზი წარმომადგენლები რეგულარულად ხვდებიან უკვე ერთმანეთს.

პროექტის მიხედვით, "მშვიდობის ქართულ–აფხაზური სახლი" მოქალაქეთა საჭიროებებზე იქნება მორგებული და იმ ადამიანებს, რომლებიც გამშვები პუნქტით სარგებლობენ მათთვის საჭირო სერვისებს შესთავაზებს.

"სერვისები იქნება საჭიროებებიდან გამომდინარე და ამიტომაც ახლა ჩვენ ამ ცენტრს არ ვტვირთავთ და არ ვუწოდებთ ან მხოლოდ საკონსულტაციო ცენტრს და ან მხოლოდ საინფორმაციო ცენტრს. როგორი მოთხოვნაც იქნება ფუნქციონირებაც იმ მიმართულებებით წარიმართება. ეს იქნება პოზიტივზე ორიენტირებული სივრცე. ჩვენ ვაპირებთ გავაკეთოთ გზამკვლევები. მივაწოდოთ ინფორმაცია რა ხდება, რა გადასახადებია, როგორია ქვეყნის კანონები და ამას ყველაფერს, რა თქმა უნდა, დაემატება ძალიან ბევრი საყოფაცხოვრებო საკითხი რაც მათთვის იქნება საინტერესო", - აცხადებს მაია კაციტაძე და აღნიშნავს, რომ ქართულ-აფხაზურ მშვიდობის სახლში მოსული ადამიანი უნდა იმარტივებდეს ყოფას, თუნდაც იმ რამდენიმე საათს რასაც ის საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაატარებს.

კაციტაძე ასევე აცხადებს, რომ ეს ძალიან დიდი პროექტია და ამჟამად ფონდების მოძიების ეტაპი იწყება. ამ პროცესში ერთვებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და პარტნიორები ვინაიდან ყველას აქვს სათქმელი და ყველას შეუძლია თითო მაგიდა დაიკავოს იმ სივრცეში და თავისი სერვისითა და კონსულტაციით მოემსახუროს იქ მისულ ნებისმიერ პირს.

მომდევნო კვირას პროექტზე მსჯელობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან გაგრძელდება. პროექტის ავტორთა აზრით, ყველა ეტაპის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, "ქართულ აფხაზური მშვიდობის სახლი" მიმდინარე წლის ზაფხულის დასაწყისისათვის უნდა გაიხსნას.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია