მსოფლიოში 90-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა ტერმინი „ონლაინ შოპინგი“. თავიდან მომხმარებელს ბევრი კითხვა უჩნდებოდა ვირტუალურ მაღაზიასთან , მაგ.:
- როგორია რეალურად შეძენილი ნივთი?
- მიიღებდა თუ არა ზუსტად იმას რაც შეუკვეთა?
- ხარისხიანი იქნება თუ არა?
და რაც მთავარია - ხომ არ მოატყუებენ????
კითხვებს პასუხები თავისთავად გაეცა, რადგან ყოველდღიურად იზრდებოდა ინტერნეტით ყიდვის სურვილი და კმაყოფილ მომხმარებელთა რიცხვიც. ინტერნეტით ყიდვა იყო და არის ინოვაცია, რომელსაც მხოლოდ სარგებლის მოტანა შეუძლია.
მსოფლიომ ინტერნეტ კომერციას მალევე გაუგო გემო. დღესდღეობით ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზია amazon.com-ია, სხვანაირად რომ ვთქვათ ე.წ. დიდი უნივერმაღი, სავაჭრო ცენტრია, სადაც არავის ეზარება „მისვლა“ და ხეტიალი, ქვეყნის ნებისმიერი კუთხიდან.
ჩვენმა ქვეყანამ ფეხი აუწყო თანამედროვე მოთხოვნებს და ბაზარზე გაჩნდა ინტერნეტ მაღაზიები. თუმცა მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი, ვინც თავის მომხმარებელს ონლაინ 0%-იანი განვადება შესთავაზა - მეგატექნიკაა. ონლაინ განვადება ტექნიკის შესაძენად ყველაზე ხელსაყრელი პირობაა, რომელსაც ანალოგი არ აქვს მსოფლიოში.
ონლაინ განვადება მოსახერხებელი და კომფორტულია. აღარ გიწევთ მაღაზიაში მისვლა, ბანკის წარმომადგენელთან კონფიდენციალურ კითხვებზე პასუხის გაცემა, შემდეგ დროის კარგვა პასუხის მოლოდინში. ეს ყველაფერი შეგიძლიათ თავად გააკეთოთ თქვენთვის კომფორტულ ადგილას და დროს: სახლში, ოფისში, მეგობართან - დღის ნებისმიერ დროს: დილით, საღამოს ან ძალიან გვიან, როცა ყველას ძინავს.
ონლაინ ყიდვის დროს თქვენ ზოგავთ დროს, ფულს და ენერგიას.
• ონლაინ ყიდვისას არ იხდით დამატებით არანაირ საკომისიოს!
• ინტერნეტით შეძენისას საშუალება გაქვს დაათვალიერო, შეარჩიო, შეადარო უამრავი და განუსაზღვრელი რაოდენობის ტექნიკა ერთმანეთს;
• არ გიწევს კითხვა-კითხვით სიარული სასურველი ტექნიკის მისაგნებად;
• გარდა ამისა, ადვილად შეგიძლია უამრავ ადამიანს ჰკითხო აზრი - ღირს, თუ არა კონკრეტული ტექნიკის ყიდვა მოცემულ ფასად.
დამეთანხმეთ, რომ ეს ძალიან კომფორტულია!!!
მეგატექნიკაში სასურველი ნივთის შეძენა ონლაინ განვადებით შეუძლია საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებ მოქალაქეს 24 საათის განმავლობაში, რაც მთავარია საშუალება აქვს სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტით შეავსოს განვადების განაცხადი (აპლიკაცია), მიიღოს პასუხი ონლაინ რეჟიმში და მშვიდად დაელოდოს შეძენილ ტექნიკას.
არ დაგავიწყდეთ გაიაროთ ავტორიზაცია მეგატექნიკის ვებ-გვერდზე www.megatechnica.ge თავიდან, ან უკვე ნივთის არჩევის შემდეგ.
მიტანის სერვისი - საქონლის ადგილზე მიტანა განხორციელდება მომხმარებელთან შეთანხმებული დროის შუალედში (1-დან 3 დღის ვადაში საქართველოს რეგიონის შესაბამისად).
მეგატექნიკა მის ერთგულ ინტერნეტ მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს ახალ-ახალ აქციებს. აქციების შესახებ ინფორმაცია მოთავსებულია მეგატექნიკის ვებ გვერდზე www.megatechnica.ge და ასევე გავრცელდება facebook-ის საშუალებით.
დაგვიმეგობრდით და იყავით პირველები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაში მეგატექნიკასთან ერთად!
(R)