ანონსი 22 თებერვალი
22 თებერვალს, 14:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი მახათაძე ქალაქ ჭიათურის მუნიციპალიტეტში ჭიათურის სამედიცინო საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდება.
22 თებერვალს, 17:00 საათზე, "კავკასიის სახლში" "დემოკრატიის მხარდაჭერის ნაციონალური ფონდის" მხარდაჭერით, გაიმართება სამოქალაქო მოსმენა, თემაზე "ევრომაიდანი და მისი გავლენა სამხრეთ კავკასიაზე," რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი ზაფარ გულიევი და სომეხი ჟურნალისტი ზავენ ვარდანიანი.
მის: ტაბიძის ქ. #20, კავკასიური სახლი
22 თებერვალს, 19:00 საათზე, სვეტიცხოველში კათოლიკოს-პატრიარქი საზეიმო ლოცვას დაიწყებს.

























