ყოველ მესამე შვილზე დახმარების მიმღები რეგიონები ცნობილია

ყოველ მესამე შვილზე დახმარებას გურიაში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში მცხოვრები ოჯახები მიიღებენ. პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ეხმაურება. "ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, რაც დემოგრაფიას განსაზღვრავს, არის შობადობის ხელშეწყობა. პროექტის ერთ-ერთი ნაწილია შობადობის ფინანსური სტიმულირება. ჩვენ 1-ელი ივნისიდან ყოველ მესამე და მომდევნო ბავშვზე დავიწყებთ ფინანსური დახმარების გაცემას. ეს იქნება ყოველთვიური დახმარება, რომელიც ბავშვს ორი წლის ასაკამდე გაჰყვება. მთლიანი ბიუჯეტი თავდაპირველად იქნება წელიწადში 4 მილიონი და შემდეგ - 8 მილიონი", – განაცხადა მინისტრმა.

პრემიერის ინიციატივის თანახმად, რეგიონებში, სადაც შობადობის მნიშვნელოვანი კლებაა და არ არის ბუნებრივი მატება, ყოველი მესამე, 2 წლამდე ასაკის ბავშვის მშობელი სახელმწიფოსგან ყოველთვიურ დახმარებას მიიღებს. დახმარების ოდენობა მთიან რეგიონებში - 200 ლარის, ხოლო ბარში 150 ლარის ოდენობით განისაზღვრება.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია