ანონსი 14 მარტი
14 მარტს, 16:00 საათზე, ქ. წყალტუბოს საკონცერტო დარბაზ "ივერიაში" გაიმართება შეხვედრა დევნილ მოსახლეობასთან, აშშ-ს საელჩოს, სახელმწიფო სტრუქტურების, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების, ქ. წყალტუბოს გამგეობის, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენელთა მონაწილეობით.
14 მარტს, 16:00 სათზე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გასვლითი სხდომა ჩატარდება.
თემა: საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები.
მის.: მაჩაბლის ქ. #11
14 მარტს, 18.00 საათზე, საქართველოს პროფესიული კავშირების ცენტრალურ ოფისში, კომპანია RMG gold-ის და RMG Cooper-ის საგაფიცვო კომიტეტის წარმომადგენლებს, კომპანიის ადმინისტრაციას და მთავრობის მიერ დანიშნულ მედიატორს შორის მოლაპარაკებები გაიმართება.
მის. ვაჟა-ფშველას 1/43, საკონფერენციო დარბაზი.
14 მარტს, 18:00 საათზე, კომისიის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სხდომა გაიმართება.
პრესისა და ტელეჟურნალისტებისთვის დასწრება თავისუფალია.
15 მარტს, 19:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში გაიმართება ჩინეთის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ხელოვნების დასის "იუნესკოს არტისტები მშვიდობისათვის" ფართომასშტაბიანი წარმოდგენა - "ჩემი ოცნება".
14 მარტს, 19:00 საათზე, "თიბისი გალერეა" და ახალგაზრდების ჯგუფი, ცერებრალური დამბლით დაავადებული 4 თვის ვეფხვია გოდერძიშვილის დასახმარებლად
საქველმოქმედო აუქციონს აწყობენ.
მის: მარჯანიშვილის 7, "თიბისი ბანკის" სათაო ოფისი.
რუმინეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ პონტას საქართველოში ოფიციალური ვიზიტის პროგრამა (14 მარტი)
15:30-15:40 - მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია
15:45-16:15 - შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან
16:15-16:45 - საქართველო-რუმინეთის მთავრობების შეხვედრა
16:50-17:10 - ერთობლივი განცხადება მედიისთვის
17:30-18:00 - შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან
18:30-19:00 - შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ("თბილისი მარიოტი")

























