ანონსი 25 მარტი

25 მარტს, 19.00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ნავთობმომპოვებელი კომპანია "Tethys Petroleum Limited" გამართავს მიღებას საქართველოს მთავრობისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებისთვის, სადაც კომპანიის ხელმძღვანელობა საქართველოში გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას წარმოადგენს.

25 მარტს, 19:00 საათზე, ქართველ რეჟისორს, რუსთაველის პრემიის ლაურეატს ლილი იოსელიანს პედაგოგიური და შემოქმედებითი მოღვაწეობის 70 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული პრემია "ხელოვნების ქურუმი" გადაეცემა.