ანონსი 29 მარტი
29 მარტს, 20:00 საათზე, მრგვალ ბაღში დედამიწის საათი აღინიშნება, რომელსაც გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, გაეროს მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ნილს სკოტი, საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და მოსწავლეები დაესწრებიან.

























