ანონსი 8 აპრილი
8 აპრილს, 18.30 საათზე, თბილისში, ისრაელის სახლში ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ქნესეთის ისრაელ-არაბული კონფლიქტის მოგვარების კომიტეტის თავმჯდომარე ხილიკ ბარი ლექციას წაიკითხავს.
თემა: ისრაელ-არაბული სამშვიდობო პროცესი.
მის: რუსთაველის გამზ. #22, მესამე სართული
8 აპრილს, 19.00 საათზე, სამების ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება, ახალგაზრდა პოეტის ნინო მოდრეკილაძის ლექსების კრებულის "სულის ქარვები" პრეზენტაცია, რომელსაც წაიყვანს პოეტი ერეკლე საღლიანი.

























