გიორგი კვირიკაშვილი და მიროსლავ ლაიჩაკი აკვაპარკის Gino Paradise Tbilisi გახსნის ცერემონიას დაესწრებიან

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი, დღეს, აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი აკვაპარკის საზეიმო გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, აკვაპარკი Gino Paradise Tbilisi თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზეა აშენებული, რისთვისაც 27 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა.

ღონისძიების ფარგლებში Gino Paradise Tbilisi-სა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაც არის დაგეგმილი.

აკვაპარკის გახსნის ცერემონიას ასევე დაესწრებიან საქართველოს მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს