ანონსი 11 აპრილი

11 აპრილს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თანამედროვე ქართველი პოეტის ელა გოჩიაშვილის ახალი წიგნის "ცხოვრება გაუმტარის" პრეზენტაცია გაიმართება.

მის: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი,სააქტო დარბაზი.

11 აპრილს, 18:30 საათზე, 53-ე საჯარო სკოლაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

მის: უზნაძის #52

11 აპრილს, 19.00 საათზე, იუსტიციის სახლში სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის გაფართოებული სხდომა გაიმართება.

მის: სანაპიროს №2, იუსტიციის სახლი

11 აპრილს, 19:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და "ბასტრა ფილმს"- ის ორგანიზებით, გალერეაში "Akhundov House" სინთეზური ხელოვნების გამოფენა გაიხსნება.