ანონსი 13 აპრილი
13 აპრილს, 18:00 საათზე, "საქართველოს ეროვნული პლატფორმა" ევროპის მოედანზე აწყობს საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერ სამოქალაქო აქცია-კონცერტს "ჩვენ ვირჩევთ ევროპას".
13 აპრილს, 18:00 საათზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ევროპის მოედანზე არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება-"ეროვნული პლატფორმის" მიერ ორგანიზებულ აქციას "ჩვენ ვირჩევთ ევროპას" დაესწრება.
13 აპრილს, 19:00 საათზე, თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი კონცერტს გამართავს, რომელზეც გერმანიაში მოღვაწე ცნობილი ქართველი პიანისტი ანი ტაკიძე იოჰანეს ბრამსის მესამე სიმფონია და პირველი საფორტეპიანო კონცერტს შეასრულებს.
13 აპრილს, 19:00 საათზე, თბილისში, ე. მიქელაძის სახელობის ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ბრეიქდანსის ჩემპიონატის - ღედ Bულლ Bჩ Oნე 2014 - ამიერკავკასიის ოფიციალური შესარჩევი ტური გაიმართება.

























