ანონსი 15 აპრილი
15 აპრილს, 17:30 საათზე, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტთან არსებულ კინოს მუზეუმში, ეროვნული კინოცენტრი ჟურნალ Film Print-ის მეთერთმეტე ნომრის პრეზენტაციას გამართავს.
მის: აღმაშენებლის #40
15 აპრილს, 18:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
ბიუროს სხდომათა დარბაზი
15 აპრილს, 18:00 საათზე, "ვისოლ ჯგუფი" ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, სამების ტაძრის მიმდებარედ ამერიკული რესტორნის, "ვენდის" და სუპერმარკეტ "სმარტის" ახალ ობიექტებს გახსნის.
15 აპრილს, 19.00 საათზე, მწერალთა სახლი ციკლიდან "საუბრები ლიტერატურაზე" აკადემიკოს რისმაგ გორდეზიანის ლექციას "ევროპის იდეა ანტიკურობასა და თანამედროვეობაში" უმასპინძლებს.

























