ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ქართველი ჟურნალისტების გათავაისუფლებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ქართველი ჟურნალისტების გათავაისუფლებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა დაკავებულები რაც შეიძლება მალე გაათავისუფლონ", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ევროკავშირის მონიტორინგისმისიაში (EUMM) განუცხადეს.

სწორედ მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს მოლაპარაკებები დაკავებული ჟურნალისტების გათავისუფლების მიზნით.

"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია დაკავების შესახებ. ჩვენი ცხელი ხაზის საშუალებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები. აქტივირებულია ჩვენი ცხელი ხაზი, რომელიც ეხმარება მხარეებს, დაუკავშირდნენ ერთმანეთს და მიდის მოლაპარაკებები, რათა ეს ადამიანები რაც შეიძლება მალე გაათავისუფლონ", - განაცხადა EUMM-ის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ნინო სუხიტაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მოლაპარკებებში ჩართულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები.

რაც შეეხება დაკავებულთა ადგილმდებარეობას, ევროკავშირის მისიისთვის ეს ინფორმაცია უცნობია.