კონსტანტინე სურგულაძემ ქართული ხელნაწერები ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, კონსტანტინე სურგულაძემ, ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკიდანჩამოტანილ უძველესი ქართული ხელნაწერები, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა. ღონისძიებაზე მოეწყო უნიკალური ხელნაწერების ვიდეო პრეზენტაცია.

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, უძველესი ქართული ხელნაწერების დიგიტალური ვერსიების დასამზადებლად მუშაობა 2010 წელს დაიწყო, თუმცა რეალურად ქმედითი ნაბიჯები 2014 წლის დასაწყისში გადაიდგა და ხელნაწერები საქართველოში 2014 აპრილში ჩამოვიდა.

გადმოცემულ ხელნაწერებს შორის აღსანიშნავია ქართულ-ებრაული პალიმფსესტი, რომელიც სავარაუდოდ ოქსფორდის ბოდლეს ბიბლიოთეკასა და კემბრიჯის ბიბლიოთეკებში დაცული ქართულ-ებრაული პალიმფსესტის ნაწილს უნდა წარმოადგენდეს. ასევე მნიშვნელოვანია ჯვრის მონასტრისათვის, ამ მონასტრის აღმშენებლის პროხორეს დაკვეთით, იოანე შავის მიერ გადაწერილი მამათა დიდი წიგნი, რომელიც ჰაგიოგრაფიული თხზულებების ქართულ თარგმანებს შეიცავს, მათ შორის ანტონი დიდის, სვიმეონ სალოსისა და სხვათა ცხოვრებებს. მართალია, ეს ხელნაწერი გამოქვეყნებულია ვახტანგ იმნაიშვილის მიერ, მაგრამ ახლა ფართო საზოგადოება პირველად იხილავს ორიგინალის დიგიტალურ ვერსიას, რაც საშუალებას მისცემს ქართველ მეცნერებს ჯვრის მონასტრის ქართულ ხელნაწერთა კოლექციაზე, აქ მომუშავე გადამწერებსა თუ მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეების წიგნის ხელოვნებაზე დამატებით კიდევ ერთი ხელნაწერით იმსჯელონ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს