ანონსი 22 აპრილი
22 აპრილს, 18:30 საათზე, მოზარდმაყურებელთა თეატრის ფოიეში, უილიამ შექსპირის დაბადებიდან 450 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოფენა "მსოფლიო კლასიკა მოზარდმაყურებელთა თეატრის სცენაზე" გაიხსნება.
22 აპრილს, 19:00 საათზე, მოზარდმაყურებელთა თეატრში, სპეციალურად საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და სხვა საპატიო სტუმრებისთვის ნაჩვენები იქნება შექსპირის "ზამთრის ზღაპარი".
22 აპრილს, 19:00 საათზე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში მოზაიკის ცნობილი ოსტატის, ალექსანდრ კორნოუხოვის ნამუშევრების სააღდგომო პერსონალური გამოფენა გაიხსნება.

























