გიორგი გაჩეჩილაძე - დედაქალაქის წყალმომარაგების სისტემას  პრობლემა არ შეექმნება

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალური დირექტორის გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებით, გაზაფხულისთვის დამახასიათებელ ჭარბ ნალექსა და წყალდიდობას მომზადებული ხვდება.

როგორც გაჩეჩილაძემ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, დედაქალაქის წყალმომარაგების სისტემას, გაზაფხულის უამინდობის გამო, პრობლემა არ შეექმნება.

"ბოლო ორი კვირის მანძილზე რამდენჯერმე შექმნილი რთული მდგომარეობის მიუხედავად, კომპანიის ტექნიკურმა სამსახურებმა იმდენად კოორდინირებულად და ოპერატიულად იმოქმედეს, რომ ეს მინიმალურად აისახა დედაქალაქის მოსახლეობაზე და თბილისელებს წყალმომარაგების თვალსაზრისით, პრაქტიკულად, შეფერხება არ ჰქონიათ", - განაცხადა კომპანიის ახალმა დირექტორმა.

რაც შეეხება "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" ცვლილებას, გიორგი გაჩეჩილაძის თქმით, გენერალური დირექტორის შეცვლა კომპანიის ახალ ტექნოლოგიურ საფეხურზე გადასვლას უკავშირდება.

მისი განმარტებით, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, რაც გეოინფორმაციული სისტემის - "გისის" შექმნას გულისხმობს.

"კომპანიის ტექნიკური მხარე მთლიანად დაეფუძნება გეოინფორმაციულ სისტემას, რომელიც კომუნალური ტიპის გამანაწილებელი კომპანიისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. აღნიშნული ტექნოლოგია მიმდინარე წლის სექტემბერიდან დაინერგება. ახალ ტექნოლოგიურ საფეხურზე გადასვლა დააჩქარებს წყალსადენის ქსელების რეაბილიტაციის პროცესს. რეაბილიტაცია მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. 2014 წელს ქსელები გამოიცვლება თბილისის 70 ქუჩაზე. პროცესის დაგეგმვისას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ცდილობს პრიორიტეტი მიანიჭოს იმ ქუჩებს, სადაც მილები უარეს მდგომარეობაშია - ქსელების განახლება სწორედ ამ პრინციპით ხდება", - განმარტა გიორგი გაჩეჩილაძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა