მინისტრი ძეგლს ~თიბისი~ ბანკის დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძესთან ერთად დაათვალიერებს.
როგორც ~ინტერპრესნიუსს~ კულტურის სამინისტროდან აცნობეს, ~თიბისი~ ბანკი ძეგლის რესტავრაციის პროცესს დააფინანსებს. წელს ამ პროექტის III ეტაპი განორციელდება – შედეგად,; გუდარეხის სამონასტრო კომპლექსი პირვანდელ სახეს დაიბრუნებს და აღდგება მღვდელმსახურება.;;;;
XIII საუკუნის გუდარეხის სამონასტრო კომპლესის აღდგენითი სამუშაოები ზაფხულში კვლავ განახლდება. რუსუდან დედოფლის მიერ დაარსებული უნიკალური ტაძრის რეაბილიტაციის I და II ეტაპი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.
გუდარეხის სამონასტრო კომპლექსის დაცული ტერიტორია ორი ნაწილისგან შედგება: თლილი ქვით ნაგები ბურჯებიანი, მაღალი ზღუდით შემოფარგლული სამონასტრო კომპლექსისა და ზღუდის ჩრდილოეთით და ჩრდილო დასავლეთით მდებარე ნასოფლარისგან.;
კომპლექსზე 1938-1939 წლებში პირველად განხორციელდა არქეოლოგიური კვლევა;; (ხელმ. ლ. მუსხელიშვილი) და გამოვლინდა ნაგებობათა 2 ქრონოლოგიური ჯგუფი: სასახლე, სენაკები, მარანი, პილასტრებიანი ნაგებობა, საჯინიბო, ჩუქურთმიანი შენობის კომპლექსი - XII-XIII სს. და მინაშენები.
არქეოლოგიური მონაპოვარი ცხადყოფს, რომ გუდარეხში საკუთარი კერამიკული წარმოება იყო, ხოლო აღმოჩენილი 18 ქართული (გიორგი III-ის, თამარის, რუსუდანისა და ლაშა გიორგის) და ერთი მონღოლური მონეტა მიუთითებს XIII საუკუნეში გუდარეხის ინტენსიურ ცხოვრებაზე.;
სამონასტრო კომპლექსში ასევე შედის ერთნავიანი ეკლესია და სამრეკლო. ეკლესია რუსუდანის მეფობის დროს 1222-1245 წლებში ხუროთმოძღვარ ჭიჭაფორისძეს აუგია, რომელიც მოხსენებულია სამხრეთის კარის წარწერაში.; ძეგლი ნაშენია კარგად გათლილი კვადრებით, მოპირკეთებული ფასადები კი მდიდრულად არის მოჩუქურთმებული, შემორჩენილია კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. აღმოსავლეთის ფასადს ამკობს 2 სამკუთხა; ნიში, სარკმელის თავზე დიდი მოჩუქურთმებული ჯვარია, ქვემოთ კი მოჩუქურთმებული კვადრატები.
გუდარეხის კომპლექსი გამორჩეული და უნიკალურია მისი ორსართულიანი სამრეკლოთი, რომელიც აგებულია 1278 წელს დიმიტრი თავდადებულის ხანაში. ეს არის ყველაზე ადრინდელი პერიოდით დათარიღებული სამრეკლო საქართველოში. სამრეკლოს ქვედა სართული ღიაა, ზემოთ; 8 მალიანი ფანჩატურია, ხოლო მათ შორის სადგომი.
გუდარეხის ეკლესიის მოჩუქურთმებული კანკელის ფრაგმენტები დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში.
;