ანონსი 5 მაისი

5 მაისს, 18:00 საათზე, "პირველი რადიოს" რადიოკლუბის სტუმარი იქნება დავით კოდუას ადვოკატი გოგიტა გაბაიძე.

5 მაისს, 18:00 საათზე, სასტუმრო "ჰოლიდეინში" ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან ურთიერთთანაშრომლობის მემორანდუმებს გააფორმებს.

5 მაისს, 18:30 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროში, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ნოე ქინქლაძე ბრიფინგს გამართავს. მთავრობის დადგენილებით ხვალიდან მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და მარჩენალდაკარგულთათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა.