ანონსი 7 მაისი
7 მაისს, 17:30 საათზე, ნოშრევან ნამორაძის ადვოკატები საქალაქო სასამართლოში სააპელაციო სარჩელს შეიტანენ.
7 მაისს, 18:00 საათზე, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში ადამიანის უფლებებზე ჯანდაცვაში სახელმძღვანელო გამოქვეყნდება.
მის: ჭოველიძის ქ. #10
7 მაისს, 20:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საქართველოს სახალხო არტისტს, მრავალი პრემიის ლაურეატს, მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესს გაიხსენებენ.

























