ანონსი 13 მაისი
13 მაისს, 17:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში", პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე და კომიტეტის წევრები ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის მეცნიერების, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის წევრებს შეხვდებიან.
13 მაისს, 18:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში", პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი და კომიტეტის წევრები ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის მეცნიერების, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის წევრებს შეხვდებიან.
საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის საქართველოში ვიზიტის პროგრამა
ყველა ღონისძიებაზე მედია უნდა გამოცხადდეს ერთი საათით ადრე
18:30-18:45 საათზე დახვედრის ოფიციალური ცერემონია (live)
18:45-19:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ფრანსუა ოლანდის პირისპირ შეხვედრა გაიმართება.
19:00-19:15 საათზე საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით გაიმართება.
19:20-20:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ფრანსუა ოლანდის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
20:00-21:15 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სახელით საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის პატივსაცემად ოფიციალური სადილი გაიმართება.
21:45 საათზე, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი გამგზავრება პარიზში გაემგზავრება.

























