ანონსი 15 მაისი

15 მაისს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, სახელწოდებით - "თანამედროვე ხელოვნება და მუზეუმი" (RE: Museum) გამოფენა მოეწყობა.

მის: შოთა რუსთაველის გამზ. #11.

15 მაისს, 18:00 საათზე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "რეფორმატორების" წარმომადგენლები ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდებიან.

მის. ვარკეთილი3, მეორე მიკრორაიონი, 23-ე კორპუსის მიმდებარე სკვერი.

15 მაისს, 19:00 საათზე, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გიორგი სუხიშვილის პოეზიის საღამო გაიმართება.

15 მაისს, 19:00 საათზე, "თიბისი გალერეაში" ანტონ ბალანჩივაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნება.

მის: მარჯანიშვილის ქ. #7, "თიბისი ბანკის" სათავო ოფისი, IV სართ.