ანონსი 19 მაისი

19 მაისს, 18:30 საათზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში მინისტრი ხათუნა გოგალაძე დარიალის ხეობაში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით გეოლოგების დასკვნის პირველად შედეგებს წარადგენს.

19 მაისი, 19:00 საათზე, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ინსტიტუტის საკითხთა სამუშაო ჯგუფის მორიგი სხდომა გაიმართება.

იუსტიციის სახლი მე-3 სართული, საკონფერენციო დარბაზი

19 მაისს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში კიტა ბუაჩიძის წიგნის "პუბლიცისტური ნაწერების კრებული" პრეზენტაცია გაიმართება.