ანონსი 28 მაისი

28 მაისს, 18:00 საათზე, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში მხატვარ მაია ცეცხლაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნება.

28 მაისს, 18:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციის მე-8 სართულზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებთან შეხვედრას გამართავს.

28 მაისს, 18.00 საათზე, ჭავჭავაძის 39-ში, სახალხო პარტიის, ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეო პაიჭაძე ვაკის რაიონის ამომრჩეველს შეხვდება.

28 მაისს, 19.00 საათზე, "მოძრაობის თატრში" ზაზა ბიბილაშვილის ნოველების კრებულის "კონგო ანუ ზაირი" პრეზენტაცია გაიმართება.

მის: აღმაშენებლის გამზ. #182 (მუშთაიდის ბაღი)