ანონსი 29 მაისი

29 მაისს, 18.00 საათზე, არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები ევროპის საბჭოს დამკვირვებლებთან შეხვედრას გამართავენ.

მის: ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში.

საკონტაქტო: 597-35-22-88.

29 მაისს, 19:00 საათზე, ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნება ბრიტანელი ფოტოგრაფის, "მაგნუმის" სააგენტოს წევრის და ამჟამინდელი პრეზიდენტის, თანამედროვე ფოტოგრაფიის ვარსკვლავის - მარტინ პარისა და ლიტველი ფოტოგრაფის - რიმალდას ვიკსრაიტისის ერთობლივი გამოფენა "ნამდვილი სამყარო".

29 მაისს, 18:00 საათზე, სასტუმრო "კოპალაში" კომპანია PKF Georgia-ს მმართველი დავით გვეტაძე საფრანგეთის სავაჭრო პალატის წევრ კრედიტორებთან ერთად მიმოიხილავს გაკოტრების საფრთხეში მყოფი ჰიპერმარკეტ Goodwill-ის რეაბილიტაციის პროგრამას.