ანონსი 3 ივნისი
3 ივნისს, 20:00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,ერისიონი" ფონდ "იავნანას" მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტს გამართავს.
3 ივნისს, 20:00 საათზე, თეატრალური უნივერსტეტის მეორე კორპუსში, თბილისის მე-8 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია დაესწრება.

























