ანონსი 12 ივნისი

12 ივნისს, 18:00 საათზე, რესტორან "ოტიუმში" "ბრავო რექორდსის" ორი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.

კუს ტბის ასახვევი

12 ივნისს, 18:00 საათზე, "არასაპარლამენტო ოპოზიციის" ლიდერები ფიქრია ჩიხრაძე და კახა კუკავა მარტვილის რაიონის სოფელ ტალერის მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ.

საკონტაქტო ტელ: 595 96 09 60

12 ივნისს, 18:00 საათზე, მუშტაიდის ბაღის ამფითეატრში, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, საინიციატივო ჯგუფი "შშმ პირები ადვოკატირებისათვის" და "ახალგაზრდული მედია კავშირი", შშმ პირთა კვირეულისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო-ინტეგრირებულ კონცერტს წარმოადგენენ, რომელშიც შშმ პირებთან ერთად ესტრადის ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას.

12 ივნისს, 18:00 საათზე, მზიურის ტერიტორიაზე კამპანიის _ "ქალაქი ამბობს", ფარგლებში, "იპოვე შენი სივრცე შენს ქალაქში" აქცია-კონცერტი გაიმართება.

12 ივნისს, 19:00 საათზე, გალერეა "ვაჩეში" ცნობილი რუსი ებრაელი ავანგარდისტი მხატვრის, სოლომონ გერშოვის (1906-1989) ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.

12 ივნისს, 20:00 საათზე, რიყის პარკის საგამოფენო დარბაზში როკო ირემაშვილის მულტიმედიური პროექტი - გამოფენა "დიფუზია" გაიხსნება.

12 ივნისს, 20:00 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მცხეთაში, გუჯარის დარბაზის ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ აქცია-პრეზენტაცია - "გვაქვს უთვალავი ფერითა" გაიმართება.

"ნაციონალური მოძრაობის" შეხვედრების განრიგი

18:00 თერჯოლა, სპორტდარბაზი. დავით ბაქრაძის და ირმა ნადირაშვილის შეხვედრა მოსახლეობასთან

19:00 გურჯაანში, სოფელ კარდერნახსა და ველისციხეში გიგი უგულავას შეხვედრა ამომრჩევლებთან.

კოალიცია "ქართული ოცნების" 12 ივნისის შეხვედრები:

19.00 საათზე - ვაკის პარკში, დავით ნარმანიას შეხვედრა მოსახლეობასთან, რომელსაც დაესწრებიან დავით უსუფაშვილი, ირაკლი ალასანია, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები

21.00 საათზე - "დედა ენის" ბაღში "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას "ოცნების დღეები" დაესწრებიან თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე, საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები

საკონტაქტო პირი: სოფო მდინარაძე 577 58 50 58