ანონსი 13 ივნისი

13 ივნისს, 16:00 საათზე, "არასაპარლამენტო ოპოზიციის" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა ავლაბარში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდება.

მის: საინგილოს ქა. 5 ტელ: 592 46 06 02 ილია კოლხიდაშვილი.

13 ივნისს, 16:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში სისხლის დონორთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება, სლოგანით _ "უსაფრთხო სისხლი დედათა გადასარჩენად".

13 ივნისს, 17:00 საათზე, "ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში "ნაციონალური მოძრაობა" შემაჯამებელ ყრილობას გამართავს.

13 ივნისს, 17:00 საათზე, "ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის" სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო საჯარო დისკუსიას გამართავს.

თემა: პარტიები და მოქალაქეები: როგორ განვითარდება ადგილობრივი დემოკრატია ქუთაისში.

მის: ქ. ქუთაისი, პუშკინის ქ. #6

13 ივნისს, 17:00 საათზე, "სამართლებრივი ინფორმაციის ცენტრი" ჟურნალისტებთან შეხვედრას გამართავს.

თემა: "არჩევნების დღის გაშუქების სპეციფიკა".

მის: Conference Hall, რუსთაველის 31 მელიკ აზარიანცის სახლის უკანა მხარე. ვარდების რევოლუციის მოედანი (ველოსიპედის ძეგლის პირდაპირ).

საკონტაქტო პირი ნათია კაპანაძე - 555 795 776

13 ივნისს, 17:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრში სპექტაკლის "მე ვხედავ მზეს" პრემიერას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია დაესწრება.

13 ივნისს, 18:30 საათზე, "არასაპარლამენტო ოპოზიციის" დიდი დიღმის მაჟორიტარობის კანდიდატი მამუკა კაციტაძე მოსახლეობასთან შემაჯამებელ შეხვედრას გამართავს.

მის: დიდი დიღომი, პეტრიწის ქუჩის დასაწყისში.

საკონტაქტო ტელ: 599 55 29 49

13 ივნისს, 20:00 საათზე, ყაზბეგის გამზრიზე, ე.წ. წითელ ბაღში (გოძიაშვილის სახელობის ბაღი) ჯგუფი "ეგ არი" საბურთალოს დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის მხარდასაჭერ კონვერტს გამართავს.

13 ივნისს, 20.00 საათზე, რიყეზე, კოალიცია "ქართული ოცნება" წანასაარჩევნო კამპანიას საზეიმოდ დახურავს.

13 ივნისს, 20:00 საათზე "არასაპარლამენტო ოპოზიციის" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა საბურთალოს მოსახლეობას შეხვდება.

მის: ბუკიას ბაღი. ტე: 592 46 06 02 ილია კოლხიდაშვილი.